ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი მიქაბერიძემ მხატვრული კითხვის კონკურში გაიმარჯვა
16-04-2026

მხატვრული კითხვის კონკურში ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი მიქაბერიძემ გაიმარჯვა.

2026 წლის 14 აპრილს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი „დედა ენა-150 წლისაა“, რომლის ინიციატორი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრი და საგანმანათლებლო რესურსცენტრი იყო.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის სახელით კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლის VII კლასის (დამრიგებელი ხათუნა მატნენკო) მოსწავლე მარი მიქაბერიძემ. ასაკის მიუხედავად მარიმ გაუძლო უდიდეს კონკურენციას და ღირსეულად, შთამბეჭდავი ნომრით წარსდგა კომპეტენტური ჟიურის წინაშე, იასპარეზა ბრწყინვალედ და დაიმსახურა პირველი ადგილი.

როგორც სკოლის დირექცია და მასწავლებლები აღნიშნავენ, „მარი მიქაბერიძე არის შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მონდომებული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული მოსწავლე“.

ზესტაფონის N 5 საჯარო სკოლა სიყვარულით ულოცავს მარი მიქაბერიძეს წარმატებულ გამოსვლას, აქებს მას გამბედაობისა და სიყოჩაღისთვის და მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203