ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღის კვირეული“ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობით დაიწყო
16-04-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღის კვირეული“ დაწყებიტი საფეხურის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობით გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ენისადმი სიყვარულისა და ცნობიერების ამაღლებას.

სკოლის ეზო პატარა დღესასწაულად იქცა: დაწყებითი კლასების მოსწავლეები საქართველოს დროშებით ხელში და ანბანის ასოებით გაფორმებული მაისურებით შეიკრიბნენ, ლექსებს ამბობდნენ და ქართული სიტყვისადმი სიყვარულს ბავშვური გულწრფელობით გამოხატავდნენ. მათი ხმა და ღიმილი ეზოს განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენდა.

სკოლაში ასევე მოეწყო თემატური აქტივობები: მოსწავლეებმა ხატეს ეზოში, შექმნეს პლაკატები ბარბარიზმების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის სიწმინდის მნიშვნელობას.

ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა უფროსკლასელთა ცეკვამ, რომელმაც მთელი სკოლის სივრცე ერთიან, საზეიმო განწყობაში გააერთიანა.

„ენის დღის კვირეული“ სკოლაში მხოლოდ ღონისძიებების სერია არ არის, ეს არის ერთგვარი შეხსენება, რომ ენა ცოცხალია მაშინ, როცა მას ბავშვები სიყვარულით, სიამაყითა და სითბოთი ატარებენ.~

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203