მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის გასახსენებლად ემოციური ღონისძიება გაიმართა
16-04-2026
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩხეთურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით აღინიშნა 9 აპრილი - დღე, რომელიც ქართველი ერის ისტორიაში ერთდროულად ტკივილისა და თავისუფლების სიმბოლოდ დარჩა.
1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოამზადეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული. მათ ისაუბრეს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებას შესწირეს.
ღონისძიება დასრულდა წუთიერი დუმილით, რომლის დროსაც დამსწრეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის