
თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ცქვიტარიას ხელმძღვანელობით, დედაენის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.
ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, პატარები დედაენის ბაღს სტუმრობდნენ, სადაც დედაენის ძეგლთან პატივი მიაგეს ჩვენს ისტორიას.
ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე, შემდეგ კი წარმოთქვეს ლექსები და ხოტბა შეასხეს ჩვენს დიად ენას.
„ეს დღე მათთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან კიდევ ერთხელ გაიაზრეს ქართული ენის როლი და გაუღრმავდათ სიყვარული.
იხილეთ ფოტოები: