
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ინგლისურენოვანი კლუბი - „The garden of flowers“.
მეტად საინტერესოდ წარიმართა კლუბის მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებმა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იმუშავეს.
გაიუმჯობესეს კომუნიკაციის უნარები, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი და გაუზიარეს ერთმანეთს მიღებული ცოდნა.
კლუბს პედაგოგი ნინო ჭონქაძე ხელმძღვანელობს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: