ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, საღამოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა - მზით განათებულ სკოლაში, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, ქართული სიტყვა 14 აპრილს განსაკუთრებულად ჟღერდა.
ღონისძიება საზეიმო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „საღამოს სკოლაში სწავლობენ არა მხოლოდ გრამატიკას, არამედ სახელმწიფო ენის სიყვარულსაც“.
ჩატარებულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საღამოს საჯარო სკოლაში იცავენ და უფრთხილდებიან საუნჯეს, რასაც სახელმწიფო ენა ჰქვია.