„არა ბარბარიზმებს!“ - დედაენის კვირეული ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში
16-04-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი და საინტერესო აქტივობა - არა ბარბარიზმებს!“

მოსწავლეებმა ხალისითა და აქტიურობით მიიღეს მონაწილეობა თამაშში, სადაც მათ უნდა ამოეცნოთ ბარბარიზმები და შეეცვალათ ისინი შესაბამისი ქართული სიტყვებით. აქტივობა მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ლექსიკის გამდიდრებაზე და ყოველდღიურ მეტყველებაში ბარბარიზმების თავიდან აცილებაზე.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით გაართვეს თავი დავალებებს, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათიცოდნა.

დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულმა აქტივობამ სკოლაში თბილი და შემეცნებითი გარემო შექმნა, რომელიც ქართული ენისადმი პატივისცემას კიდევ უფრო აძლიერებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203