„დედა ენა სამშობლოა“  - ოლავერდის საჯარო სკოლაში ემოციური ღონისძიება ჩატარდა
16-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ოლავერდის საჯარო სკოლაში 14 აპრილი განსაკუთრებულად აღინიშნა - მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა და სიყვარული სახელმწიფო ენის მიმართ, რომელიც მათთვის მეგობრობისა და საერთო მომავლის სიმბოლოა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და ეს გახლდათ მკაფიო გზავნილი, რომ ოლავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან და პატივს სცემენ სახელმწიფოებრივ ღირებულებებს.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღის ისტორია გააცნეს, ისაუბრეს 1978 წლის მოვლენებზე, წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები და დაამტკიცეს, რომ  სახელმწიფო ენის ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საუკეთესო გზაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203