განძის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგის, ლილით ლულუკიანი ინიციატივით საინტერესო აქტივობა ჩატარდა
16-04-2026
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში, II კლასში, პედაგოგ ლილით ლულუკიანის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, რომლებიც ქართულ ენასა და მის მნიშვნელობას ეძღვნებოდა. პატარა მონაწილეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში და თავიანთი გამომსახველობითი უნარები წარმოაჩინეს.
გარდა ლექსების წაკითხვისა, მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნამუშევრები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენისადმი სიყვარულსა და პატივისცემას.
ღონისძიებამ სასწავლო პროცესს შემოქმედებითი ელფერი შესძინა და მოსწავლეებს ქართული ენის მნიშვნელობის უკეთ გაცნობაში შეუწყო ხელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის