სახელმწიფო ენის დღე მერენიის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა
16-04-2026

მერენიის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა და ასე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს: ცეკვები, სიმღერები და კალიგრაფიის კონკურსშიც ჩაერთნენ.  გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და აქვე განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლების როლი.

სწორედ მათი დამსახურებითა და პროფესიონალიზმით გახდა შესაძლებელი ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების მომზადება. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არაქართულენოვანი მოსწავლეების სამოქალაქო ინტეგრაციას და მათში სახელმწიფო ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას.

მერენიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ენა არის ხიდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თაობის ადამიანებს საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203