გაიცანით ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ქართული ენის დღეს შთამბეჭდავი ნამუშევარი მიუძღვნა
16-04-2026

14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენის დღეს ზეიმობს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბეჟანოს საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიამაყით წარმოგვიდგენს თავისი მოსწავლის შემოქმედებას. მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ვარსენიკ ბარსეღიანმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შექმნა ნამუშევარი, რომელიც სახელმწიფო ენისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა.

ეს არის ახალგაზრდა ხელოვანის ხედვა, თუ რას ნიშნავს ქართული ენა. მსგავსი ნიჭიერი მოსწავლეები საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ და ენამ ადამიანები და კულტურები გააერთიანოს. ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი განსაკუთრებულად უწყობს ხელს მოსწავლეებში სამოქალაქო ინტეგრაციასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მოსწავლის ნამუშევარი კი დარჩება სკოლის ისტორიაში, როგორც 14 აპრილის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ლამაზი გამოძახილი.

იხილეთ ბმული

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203