
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყაურმის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს და მათ ისტორიულ მნიშვნელობას.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მე-8 კლასის დამრიგებლის, ზარუჰი ბდოიანის მიერ. მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს ამ დღისთვის ისტორიულ და ეროვნულ მნიშვნელობაზე და გამოხატეს პატივისცემა დაღუპულთა ხსოვნის მიმართ.
ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებას, რაც სკოლის საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იხილეთ ფოტოები: