გაიცანით საქართველოს ღირსეული მოქალაქეები თორიის საჯარო სკოლიდან - „ჩვენი ვალია, ვიცავდეთ სახელმწიფო ენას“
16-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლაში 14 აპრილი განსაკუთრებულად აღინიშნა. მე-6 კლასის მასწავლებლის, ეკატერინა მალხასიანის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

აქტივობაში მონაწილეობდნენ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები, რაც გახლდათ კიდევ ერთი დასტური, რომ სკოლის ყოველი საფეხურის მოსწავლე სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა გააჟღერეს ქართული ლექსები და ჰანგები, შეასრულეს ცეკვები, გაითამაშეს მინი-თეატრალური წარმოდგენა და სიამაყით განაცხადეს:

„ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, გვიყვარდეს და ვიცავდეთ სახელმწიფო ენას“!

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ეკატერინა მალხასიანს, რომელმაც შეძლო მოსწავლეებში იმ პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რაც ასე აუცილებელია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქვეყნის მომავლისთვის. მისი დახმარებით, ბავშვებმა სახელმწიფო ენა უფრო მეტად შეიყვარეს და ის საკუთარი იდენტობის ნაწილად აქციეს.

თორიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იზრდება თაობა, რომელიც ამაყობს თავისი ქვეყნით, სახელმწიფო ენით და მზად არის, ღირსეულად ატაროს საქართველოს მოქალაქის სახელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203