ქართული სიტყვის სიყვარული და მრავალფეროვანი აქტივობები ჩამდურის საჯარო სკოლაში
16-04-2026

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური თარიღია - ეს არის დღე, როდესაც ერმა ერთსულოვნებითა და შეუპოვრობით დაიცვა საკუთარი სულიერი საძირკველი - მშობლიური ენა. 

ამ ისტორიულ თარიღს მიეძღვნა ემოციური ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩამდურის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დღე, როდესაც ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა განაცხადა, რომ ქართული ენის სტატუსი ხელშეუხებელია.

ბავშვებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რატომ არის დედაენა ერის იდენტობის მთავარი გარანტი და ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეეცადნენ, ქართული ანბანის უნიკალური მოხაზულობა ფურცელზე ხელოვნების ნიმუშად ექციათ და ამით საკუთარი წვლილი შეეტანათ ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაში.

კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებულები, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები. თუმცა, როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, ამ დღეს გამარჯვებული ყველა ის მოსწავლე იყო, ვინც კალამი ქართული სიტყვის სიყვარულით აიღო ხელში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203