ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარიერული არჩევანის მხარდამჭერ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა 
16-04-2026

მოსწავლეთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში(KIU) ღია კარის ღონისძიებაში.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერეს კამპუსი და მოინახულეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

შეხვედრაზე განხილული იყო ის საკითხები, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარება პროფესიის არჩევაში და გადაწყვეტილებების მიღებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203