
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აქტივობებით აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. გამოვლინდნენ
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა კონკურსი „ქართული კალიგრაფიისა და ქართული მხატვრული კითხვის“ მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს V-XI კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდნენ საუკეთესო მონაწილეები, რომლებმაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
დედა ენის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული ღონისძიებები გაიმართა სკოლის მესამე და მერვე კლასებშიც. ღონისძიება საინტერესოდ და ხალისიან გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის მნიშვნელობასა და სილამაზეს. აღნიშნული ღონისძიება ჩაატარა ქართული ენის მასწავლებელმა ნარინე აროიანმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პროგრამა წარმოადგინეს.