
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოლოდინი განსაკუთრებულად გაუხალისეს.
მასწავლებლებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წინასააღდგომო აქტივობები შესთავაზეს.
ბავშვების განსაკუთრებული ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩა ტრადიციული ჯეჯილის დათესვა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აღდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო დიდი ინტერესითა და სიხარულით დათესეს.
ეს აქტივობა მათთვის არა მხოლოდ სახალისო, არამედ შემეცნებითიც აღმოჩნდა - ბავშვებმა გაიგეს ჯეჯილის მნიშვნელობა, როგორც ახალი სიცოცხლის, განახლებისა და იმედის სიმბოლო.
პატარა ხელებით დათესილი მარცვლები სიყვარულით მორწყეს, შემდეგ კი მოუთმენლად ელოდნენ როდის ამოიწვერებოდა. მწვანე ჯეჯილმაც არ დააყოვნა და ბავშვებს სააღდგომო გარემო კიდევ უფრო გაულამაზა.
იხილეთ ფოტოები: