ქვენობნის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
15-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ,რომელიც 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.

ისტორის პედაგოგებმა ლიანა რუსიამ და ნარი კუნჭულიამ ისაუბრეს იმ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე, საზოგადოების განწყობასა და ქართველის ხალხის გმირულ თავდადებაზე, მის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიისთვის

„ფოტოები, რომლებიც ისტორიას გვიყვებიან, ადამიანები , რომლებმაც სისხლის, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაწერეს ქვეყნის ისტორია, დაუვიწყარნი არიან“, - ამ განწყობით შეიქმნა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოსტენდიმოეწეყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და ნახეს ამ დღეების ამსახველი დოკუმენტური მასალა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203