
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღინიშნა.
გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა.
მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და ქართული ენისა და დამწერლობის სილამაზე შემოქმედებითად გადმოსცეს.
ვიქტორინას კი საგანმანათლებლო სახე ჰქონდა და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
მოსწავლეებმა ქართულ ენაზე უპასუხეს ბლიც-კითხვებს და წაიკითხეს ენის გასატეხები.
გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდა სიმბოლური პრიზებით.
იხილეთ ფოტოები: