
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საკონკურსო ვიდეო -„დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე“. ვიდეორგოლი წარდგენილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. მოსწავლეებმა თავად შექმნეს სცენარი, დეკორაციები და გადაიღეს ვიდეო.
კვირეულის ფარგლებში, ასევე ჩატარდა შიდასასკოლო კონკურსი შემდეგ ნომინაციებში: კალიგრაფია და საუკეთესო ნახატი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
დასკვნით ეტაპზე გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომერი სამივე საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით.
სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ სახელმწიფო ენის დღე აქტიურად აღინიშნება ტურცხის საჯარო სკოლაში, ამისთვის კი მადლობას უხდის ქართული ენის პედაგოგებს: თამარ დევდარიანს, შუშანა ქედლიანსა და ფაუსტინა ალბერტიანს.
იხილეთ ფოტოები: