ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულიკამის საჯარო სკოლაში
15-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში ქართულის ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე საზეიმო ხასიათს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი კი მოიცავდა საცეკვაო ნომრებს, მხატვრულად წაკითხულ ლექსებსა და ქართულ სიმღერებს. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203