საბავშვო ბაღებს ახალი მეთოდური სახელმძღვანელო დაურიგდებათ - დეტალები და სია ცნობილია
17-04-2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის ახალი კურიკულუმი „თამაში“ შემუშავდა. მეთოდური სახელმძღვანელო 2-იდან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოების დასაბეჭდად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. 2150 სახელმძღბვნელოს დასაბეჭდად 38 ათასი ლარი გამოყო.

ადრეული განათლების კურიკულუმი - „თამაში“ - წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, 2020 წელს შექმნილი მეთოდური სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიას. კურიკულუმის თავები გამდიდრებულია პრაქტიკული სცენარებითა და მაგალითებით, განახლებული გეგმის ნიმუშებით, ქართულ საბავშვო ბაღებში გადაღებული ვიდეო მაგალითებით და ჩანართებით შემდეგ თემებზე:

• როგორ შევუწყო ხელი ფიქრსა და აზროვნებას

• რატომაა თამაში მნიშვნელოვანი

• ბულინგის პრევენცია ადრეული განათლების დაწესებულებებში

• როგორ და რატომ ვუკითხოთ ბავშვებს წიგნები

• ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება

• ნაწერითა და წერით დაინტერესება

• როგორ დავსვათ კვლევის წამახალისებელი შეკითხვები

• როგორ შევუწყოთ ხელი თხრობის უნარებს

• როგორ შევუწყოთ ხელი პრობლემის გადაჭრის უნარებსა და მათემატიკურ ცნობიერებას

• ბავშვის პორტფოლიო

• აღმზრდელის პორტფოლიო

• დაკვირვება-დაგეგმვის ურთიერთკავშირი

იხილეთ სახელმძღვანელო 

სია - რომელ საბავშვბო ბაღს რამდენი სახელმძღვანელო გადაეცემა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203