ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე საზეიმო ხასიათს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლეილი საროიანის ხელმძღვანელობით, სადღესასწაულო და ფერადი გარემო შექმნეს. ბავშვებმა ტრადიციული ატრიბუტიკით - ჯეჯილით, ფერადი კვერცხებითა და სააღდგომო ნუგბარით - ლამაზი სუფრა გააწყვეს და დღესასწაული შემოქმედებითად აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები: