
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, მასწავლებელმა ბავშვებს გააცნო იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მხიარულ ვიქტორინაში, რომელიც ქართულ ენას ეძღვნებოდა.
მე-5, მე-6 კლასელებმა კი წარმოადგინეს პრეზენტაციები.
ღონისძიების დასასრულს კი მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრებაში.
„ქართულის ვიქტორინა“ მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვებით იყო სავსე.
იხილეთ ფოტოები: