ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა მუნიციპალურ ღონისძიებას, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.

„ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თითოეული ქართველისთვის, რადგან იგი გვახსენებს ჩვენი ენის სიდიადესა და მისი დაცვისა და გაფრთხილების აუცილებლობას“, - აღნიშნავენ ლაუსირაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც კონკურსზე ღირსეულად წარადგინეს საკუთარი მხატვრული შესაძლებლობები. 

მოსწავლეებმა საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს, რისთვისაც სიგელები გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას და ზრდის მათ ინტერესს ეროვნული ფასეულობების მიმართ.

„დედა ენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ენა ჩვენი იდენტობის მთავარი საყრდენია, და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის საერთო ვალია“,- დასძენენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203