
თბილისის N28 საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ არაერთ აქტივობას შეუერთდნენ. მათ შორის XI კლასის მოსწავლეებმა - ანანო ზურაბიშვილმა და ლალი ღონღაძემ და მე-9 კლასელმა - ნინო ასლანიშვილმა და გვანცა ამირანაშვილმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა საინეტრესო თემატური ნამუშევრებით ამ დღის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს ენის როლი ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლეთა პედაგოგი თინა გიორგაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: