
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა.
გაიმართა მეტად საინტერესო ღონისძიება, რომელიც 14 აპრილის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი, ასევე პედაგოგები - გუანა მკოიანი და რუსუდან მელიქიძე.
ღონისძიება გახსნა თამილა კობიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა თითქმის ყველა კლასის მოსწავლე. მოწაფეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები, შეასრულეს სიმღერები.
ასევე აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში, სკოლიდან წარდგენილია სამი მოსწავლის ნამუშევარი სხვადასხვა ნომინაციაში.
სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.
ღონისძიების დასასრულს მადლობისა და მილოცვის სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი.
იხილეთ ფოტოები: