
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნა ტრადიცია.
ამ დღეს ყველა კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი მიძღვნილია 14 აპრილს, მის როლსა და უნიკალური დამწერლობის მნიშვნელობას, ყველა იმ ერისთვის, რომელსაც ეს სიმდიდრე ერგო.
წელსაც ტრადიციულად სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა 14 აპრილი.
„ვისაუბრეთ ენის მნიშვნელობაზე, მის როლზე თითოეულ ადამიანის ცხოვრებაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში. დედაენა ჩვენი ისტორიაა, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა
ჩატარდა საინფორმაციო პრეზენტაციები, კალიგრაფიის კონკურსები საფეხურების მიხედვით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და ჩვენი ერთგული ლ. ხმალაძის ხელშეწყობით, მოითელა საოცარი თექის პანო, რომელზეც ასახულია შერწყმულად ქართულ-სომხური ასოები. პანო ორი ერის საუკუნოვანი ისტორიის და მარადიული მეგობრობის სამახსოვროდ გადაეცა სკოლას საჩუქრად“,- გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები სიამოვნებით და დიდი მონდომებით მონაწილეობენ მსგავს აქტივობებში, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ენისადმი ინტერესს სიყვარულს და ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას არაქართულენოვან სკოლაში
„საქართველო ჩემს გულში იწყება“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: