„თავისუფლების გაკვეთილები“ დაშბაშის საჯარო სკოლაში - ეროვნული ერთიანობის დღეს შთამბეჭდავი აქტივობა მიეძღვნა
15-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის, დაშბაშის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგის, ირინე შავაძის ორგანიზებით, 9 აპრილის ისტორიულ მოვლენებს პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა.

აქტივობა მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღის გახსენებას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე გარდამტეხი როლი შეასრულა.

ისტორიის მასწავლებელმა, ირინე შავაძემ, მოსწავლეებთან ერთად შეძლო 1989 წლის ტრაგიკული, თუმცა ამავდროულად საამაყო დღეების გაცოცხლება და მთავარი აქცენტების გაკეთება ეროვნულ ერთიანობაზე.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების მნიშვნელობაზე და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას  - სკოლის კედლებში გაჟღერებული თითოეული სიტყვა იყო მადლიერების გამოხატვა იმ თაობის მიმართ, რომელმაც გზა გაუკაფა დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს. ღონისძიებას კი ლაიტმოტივად გასდევდა დაშბაშის სკოლის მოსწავლეთა გზავნილი თანატოლებისადმი, რომ თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203