ავრანლოს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
15-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და უცხო ენების კათედრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი შიდასასკოლო კალიგრაფიის კონკურსის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ლამაზი და სწორად წერის უნარის განვითარება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეებმა დიდი მონდომება და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისუფთავით, სტილითა და შესრულების მაღალი ხარისხით.

სკოლის დირექციამ ქართული ენის მასწავლებლებს და კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადასცა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.

ფინალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა კონკურსანტებმა: 

  • I ადგილი დაწყებით საფეხურზე  -  ნინი კახაძე;
  • I ადგილი საბაზო საფეხურზე -  ლიზი ძირკვაძე;
  • I ადგილი საშუალო საფეხურზე -  ნინო ხუციშვილი.

მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრეს ქართული ენის გავრცელების არეალზე და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაზე. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები მიუძღვნეს ქართულ გენსა და ჟღერადობას.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა, გამარჯვებულებს კი წარმატებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ქართული ენისა და უცხო ენების კათედრას ღონისძიების ორგანიზებისთვის და თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და შემოქმედებითი ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203