განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურა ცნობილია
10-07-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

Etaloni.ge-მ მიხეილ ბატიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელ მინისტრს, არაოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა, შესაძლოა, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას სავარაუდოდ ხვალ, 11 ივლისს დაასახელებს, თუმცა მანამდე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობასთან გაივლის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203