ეფრემოვკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
15-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში ​ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება გაიმართა. 

დედაენის დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ქართული ენის მნიშვნელობა და მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობა.

გაისმოდა მოსწავლეთა მიერ წაკითხული ლექსები, შესრულებული სიმღერები და გულით ნათქვამი სიტყვები, რომლებიც ქართული ენის სიყვარულით იყო სავსე.

„დედაენა ჩვენი იდენტობის მთავარი საყრდენია - მისი დაცვა და განვითარება თითოეული ჩვენგანის ვალია. გილოცავთ დედაენის დღეს!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203