
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
დედაენის დღე დაწყებით კლასებში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა.
პატარა მოსწავლეებმა გულითა და მონდომებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და საინტერესო ნომრები, რომლებიც ჩვენს მშობლიურ ენას ეძღვნებოდა.
ღონისძიება იყო ემოციური, შთამბეჭდავი და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის მნიშვნელობა და მისი დაცვა-შენარჩუნების აუცილებლობა.
„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად შექმნეს დაუვიწყარი დღე, რომელიც დიდხანს დარჩება თითოეული დამსწრის გულში. ვულოცავთ ყველას დედაენის დღეს! დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს უძვირფასეს საგანძურს - ქართულ ენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დედაენის დღეს მთელ საქართველოს ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო