
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს, ბავშვებს ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლეებმა კი კედლის გაზეთი დაამზადეს და აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1,