კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა 
15-04-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე, ტრადიციულად, გამორჩეულად და საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საკონკურსო ნამუშევრები ორ ნომინაციაში:

1) შემოქმედებითი პროექტი-წიგნის მაკეტი, სახელწოდებით „ქართული ენის ისტორია“.

2) ქართული ენის კონცეფცია-სახელწოდებთ - „ქართული ენა-ტრადიცია და ინოვაცია“. (იხილეთ ნამუშევარი ბმულზე)

ორივე ნაშრომმა გაიმარჯვა რეგიონალურ ტურში და წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კვირეულის ფარგლებში, ასევე ჩატარდა შიდასასკოლო კონკურსი შემდეგ ნომინაციებში: კალიგრაფია, საუკეთესო ესე და საუკეთესო ნახატი.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. დასკვნით ეტაპზე გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომერი სამივე საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით.

სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ ტრადიცია არ ირღვევა და კოთელიის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის დღე ყოველ წელს აქტიურად და გამორჩეულად აღინიშნება, რისთვისაც მადლობას უხდის ქართული ენის პედაგოგებს: გიული ზედგინიძეს, ნინო ბერიძესა და თამარ დევდარიანს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203