
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს, მოწაფეებს ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
„ქართული ენა ჩვენი იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ უნიკალურ ენაში თითქმის ყველაფრის შესატყვისი მოიძებნება. სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ, ყოველდღიურ საუბარშიც!“,- აღინიშნა სკოლაში.
მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ, შექმნეს თემატური პოსტერები და მისი სპექტაკლიც გაითამაშეს.
იხილეთ ფოტოები: