მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
15-04-2026

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

ქართული ენის დღესასწაული დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იზეიმეს. 

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა დედაენის დღის მნიშვნელობაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ენის როლი ერის იდენტობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობაც გააცნობიერეს. პედაგოგს კი დაჰპირდნენ, რომ ბარბარიზმებს არასრდოს გამოიყენებენ და სწორად იმეტყველებენ. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203