
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.
14 აპრილს სკოლაში ყოველ წელს დიდი სიხარულით ზეიმობენ და ამ ღონისძიებაში წლიდან-წლამდე თითქმის ყველა კლასი მონაწილეობს. მოსწავლეები ამზადებენ თემატურ პოსტერებს, იმართება პრეზენტაციები.
წელს მოსწავლეებმა მოამზადეს ქართული ცეკვები და სიმღერები, ასევე წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები.
დღემ სკოლაში საზეიმოდ ჩაიარა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: