„ო, ენავ ჩემო!“ - ბარდნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა 
15-04-2026

დედაენის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ამ მნიშვნელოვან თარიღს ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ტრადიციულად განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ. 

14 აპრილს, ქართული ენის დღე სკოლაში საზეიმო ღონისძიებით - „ო, ენავ ჩემო!“ აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლის დირექცია და სახელმწიფო ენის კათედრა.

სხვადასხვა ნომინაციებში თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, რაც ქართული ენის მასწავლებლებთან ერთად კლასის დამრიგებელთა დამსახურებაა.

ღონისძიების სლოგანი იყო - „გვიყვარდეს მშობლიური ენა!“, „დავიცვათ ენის სიწმინდე!“

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას ულოცავს ქართული ენის დღეს. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203