მიასნიკიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
15-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ მნიშვნელოვან თარიღს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გამოეხმაურნენ და გამართეს ღრმა შინაარსის მატარებელი ღონისძიება.

ღონისძიების მთავარი თემა იყო - იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „დედა ენა“ და მისი იდეა.

მასწავლებლები მოსწავლეებს ესაუბრნენ დედაენის დღის მნიშვნელობაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

ღონისძიებაზე აღინიშნა იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.

მოსწავლეები არაერთ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაშიც ჩაერთნენ, ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203