
ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის მე-6ა კლასში გაიმართა ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა აღდგომის დღესასწაულს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მასწავლებელი აშხენ მარაბიანი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის მნიშვნელობა, ტრადიციები და ჩვეულებები - სიმღერების, ლექსებისა და მცირე სცენების საშულაებით გააცოცხლეს ბრწყინვალე დღესასწაულის ადათ-წესები.
ღონისძიება წარიმართა თბილ და სადღესასწაულო გარემოში და დამსწრეებს დაუტოვა სასიამოვნო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
იხილეთ ფოტოები: