დედაენის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ეს მნიშვნელოვანი დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჰქონდა როგორც საზეიმო ისე საგანმანათლებლო ხასიათი.
უფროსკლასელებმა დედაენის დღის მნიშვნელობასა და ქართველი ერის ერთსულოვნებაზე ისაუბრეს, უმცროსკლასელები და დამსწრე საზოგადოების წინაშე შემოქმედებითი ნომრებით წარდგნენ.
14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
იხილეთ ფოტოები: