14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით - „ქართველი ერი, ქართული ენის დამცველები“ - გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით.
მასწავლებლები მოსწავლეებს ესაუბრნენ დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ხალხის ერთიანობის ძალაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართულ დამწერლობაზე.
მოსწავლეებმა კი წაიკითხეს ლექსები და გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები.
14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო