
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციას ემსახურება.
7 აპრილს, სომხური კალენდრით აღინიშნება ქალთა სილამაზისა და დედის დღე. ამ დღეს მე-2 კლასში განსაკუთრებულად ლამაზი და თბილი გარემო სუფევდა.
მოსწავლეებმა კეთილი სურვილები და სიყვარულით სავსე ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს დედებს და მასწავლებლებს.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მათი დამრიგებელი გეღეციკ გაბრიელიანი.
იხილეთ ფოტოები: