ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
15-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო, ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი რიტა ზოროღლიანი. 

მან მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართო, ბავშვებს ესაუბრა ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე

მოსწავლეები საზეიმო, შემოქმედებით აქტივობებშიც ხალისით ჩაერთნენ. 

ღონისძიება მოსწაველებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203