
დედაენის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიებაში, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით, მონაწილეობდნენ 1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება უმაღლეს დონეზე, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და დირექტორის - შახალ ისმაილოვის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი გვანცა ბარდაველიძე, ფილოლოგების - ნატალია მუხათგვერდელის, თამარ ალიევისა და ნელი ხაბანაშვილის გვერდში დგომითა და ჩართულობით.
პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს, ბავშვებს ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და თემატური პლაკატები დაამზადეს.
14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
იხილეთ ფოტოები: