
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლის - მიშიკო კირთაძის წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლემ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში - „ნოე ჟორდანიას თასი“, 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მე-6 კლასელის სახელზე არაერთი წარმატებაა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის გამარჯვება და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მიშიკო ქუთაისის 40 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის (დამრიგებელი - სოფიო გველესიანი) მოსწავლეა და ხშირად გვანებივრებს თავისი წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: