
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
14 აპრილს, დილისკის N2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა საინტერესო, დინამიკური კონკურსი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - მილენა მკოიანის მიერ.
ინტელექტუალურ ჭიდილში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები, რომლებიც ორ ჯგუფად გადანაწილდნენ.
კონკურსის მიმდინარეობასა და მოსწავლეთა ცოდნას აფასებდა კომპეტენტური ჟიური. კონკურსი მოიცავდა ოთხ ძირითად ეტაპს:
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - კარინე ნახატაკიანმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა სახელმწიდო ენის სიყვარულისა და აქტიურობისთვის. კონკურსის ყველა მონაწილეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა სერტიფიკატები.
„ეს დღე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მოსწავლეებში ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის გზაზე“,-აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობა სუსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: