გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შაშის შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა 
15-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. იმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და გასართობი ღონისძიებები. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა შაშის შიდასასკოლო ტურნირი. თამაშში ჩართულნი იყვნენ ორლოვკის სკოლის მოსწავლეებიც.

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ შეჯიბრში. თითოეულმა მონაწილემ გამოავლინა ლოგიკური აზროვნება, სისწრაფე და სტრატეგიული უნარები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტურნირი წარიმართა მეგობრულ და სამართლიან გარემოში, თუმცა კონკურენცია საკმაოდ დაძაბული იყო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები გადაეცათ. 

სკოლაში მადლობას უხდიან კონკურსის კომისიას და სპორტის მასწავლებელს ღონისძიების ორგანიზებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203