„ქართული ენა გვაერთიანებს!“ - განძის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საინტერესო ღონისძიება
15-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

მე-6 კლასში წარმატებით ჩატარდა ღონისძიება - „ქართული ენა გვაერთიანებს!“, რომელიც გამოირჩეობა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსით. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ენის სილამაზეს, მის მნიშვნელობასა და მის გამაერთიანებელ ძალას.

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს ენას მიძღვნილი ლექსები, რომლებიც სავსე იყო გრძნობით, სიყვარულითა და სიამაყით.

მოსწავლეებმა ლამაზი ლექსებითა და ცეკვით გაამდიდრეს ღონისძიების საერთო გარემო, შემატეს მას ეროვნული სული და საზეიმო განწყობა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ​ქართულის‚  როგორც მეორე ენის მასწავლებელი არმენუჰი ლულუკიანი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203